“დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა” – ვლადიმერ პუტინი

სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, და­სავ­ლეთ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ისი­ნი იცხოვ­რებ­დნენ იმ წე­სე­ბით, რომ­ლე­ბიც თა­ვად შექ­მნეს, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და.
“იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა აუ­ტო­და­ფე მო­ახ­დი­ნა, თვით­ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნა, ისი­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ, რომ რუ­სე­თი გახ­დე­ბო­და ე.წ. ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი. და­სავ­ლეთ­ში გა­და­წყვი­ტეს: კარ­გი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ არ­სე­ბობს, რა­ტომ უნდა და­ვიც­ვათ წე­სე­ბი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­საც არ აქვს ის პო­ტენ­ცი­უ­რი ძალა, რაც საბ­ჭო­თა კავ­შირს ჰქონ­და; კარ­გი, ახლა ჩვენ რა­ღა­ცას ისე გა­მოვ­თვლით, რო­გორც გვინ­და და ვი­ცხოვ­რებთ იმ წე­სე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვენ თვი­თონ შევ­ქმე­ნით ჩვენ­თვის, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.
მისი თქმით, სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, და­სავ­ლეთს რუ­სეთ­ზე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მიღ­წე­ვა სურ­და.
მისი მტკი­ცე­ბით, სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, და­სავ­ლეთ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­მართ.
“ეს იყო არა მხო­ლოდ აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მიღ­წე­ვის აშ­კა­რა სურ­ვილ­თან“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.