დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მებრძოლი ჯარისთვის ფულის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ხალხში აგრესია გაზარდა

დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მებრძოლი ჯარისთვის ფულის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ხალხში აგრესია გაზარდა
„ჯარისკაცები და მათი ოჯახები ამომრჩევლები არიან და არა მგონია ეს დამცირება ვინმეს აპატიონ, თუნდაც ავღანეთში და სხვა მისიებში დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. თუ ვინმემ დაიმსახურა დაფინანსება და პატივისცემა, მათ შორის, უპირველესად პატარა ქვეყნის გულადმა ჯარმა, რომელმაც არც შიში იცის და არც ღალატი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ქართველ ხალხში აგრესია გაზარდა დასავლეთის გადაწყვეტილებამ, ქართული ჯარის ნაცვლად არასამთავრობო სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით. „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით მეტად იჭრება სიტუაცია ოპოზიციურ ფლანგზე,“ – აღნიშნა მან.
„დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მთელი მათი მცდელობა, დახმარებოდნენ ოპოზიციას ხმების აღებაში, წყალში ჩაიყარა ერთი განცხადებით. ჯარისთვის 30 მილიონის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ქართველი ხალხის აგრესია გაზარდა.
ჯარისკაცები და მათი ოჯახები ამომრჩევლები არიან და არა მგონია ეს დამცირება ვინმეს აპატიონ, თუნდაც ავღანეთში და სხვა მისიებში დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. თუ ვინმემ დაიმსახურა დაფინანსება და პატივისცემა, მათ შორის, უპირველესად პატარა ქვეყნის გულადმა ჯარმა, რომელმაც არც შიში იცის და არც ღალატი.
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ოპოზიციის პატრონები უცხოეთში, კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებენ. მათი შეცდომები კი პოზიტიურად აისახება ხელისუფლების რეიტინგზე. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით მეტად იჭრება სიტუაცია ოპოზიციურ ფლანგზე. გვესმის მათი, გარდაუვალი დამარცხების შეგრძნება დახარჯული მილიონების ფონზე, ძალიან მძიმეა,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
Next: ზურაბ ჯაფარიძეზე-მის კორუფციაზე და კეზერაშვილზე კრიტიკულ კითხვებს აბრალებს წინასწარ, მოსალოდნელ მარცხს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში