დასავლეთმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს – გათავისუფლდა ვადიმ კრასიკოვიც

თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა.
-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა. რაც შეეხება რუსეთს, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში თქვეს, რომ გაცვლის შედეგად ქვეყანაში 8 მოქალაქე დაბრუნდება.
რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნა გათავისუფლებულთა სია, რომლის თანახმადაც, რუსეთში, მათ შორის ბრუნდება გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, FSB-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილე ვადიმ კრასიკოვი.
ამასთან, აშშ-მა რუსეთს გადასცა სამი ადამიანი, რომელიც აშშ-ის ციხეში იმყოფებოდა – რომან სელეზნევი, ვლადიალავ კლიუშინი და ვადიმ კონოშენკო. ასევე, არტემი და ანა დულცევები – მეუღლეები, სლოვენიელი არალეგალები და მიხაილ ვალერიევიჩ მიკუშინი – ნორვეგიაში არალეგალურად მცხოვრები რუსი ემიგრანტი, ასევე, პაველ რუბცოვი – ს ჯაშუში.
რაც შეეხება რუსეთის მიერ გადაცემულებს, მათ შორის არის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის ს შტაბების ყოფილი უფროსები – ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი.
ასევე, სიაში მოხვდნენ: The Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რუს-ამერიკელი რედაქტორი ალსუ კურმაშოვა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, გერმანიის 19 წლის მოქალაქე კევინ ლიკი, აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ასევე, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატი გერმან მოიჟესი.
კრემლის კრიტიკოსსა და რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას, სავარაუდოდ, აშშ-ში გადაიყვანენ. კარა-მურზა დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა და მწვანე ბარათს ფლობს. სწორედ ის ახსენა ჯო ბაიდენმა გაცვლასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დასაწყისშივე:
“დღეს ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, რომლებიც უსამართლო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რუსეთში ციხეებში, ბოლოსდაბოლოს შინ ბრუნდებიან: პოლ უილიანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა”, – თქვა ჯო ბაიდენმა.
გარდა ამისა, დღეს ბელარუსმა გაათავისუფლა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი.
თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს ს გვერდით ტრიბუნასთან პატიმრობიდან გათავისუფლებული აშშ-ის მოქალაქეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.