დასავლეთი დემოკრატიის სახელით ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობს, მაგალითად – მიხეილ სააკაშვილს

დასავლეთი დემოკრატიის სახელით ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობს, მაგალითად – მიხეილ სააკაშვილს
„არა მხოლოდ ხელისუფლების დასანქცირებაზე, არამედ, უკვე საქართველოს მოსახლეობის დასჯაზე დაიწყო საუბარი.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთი დემოკრატიის სახელით ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს.
„წარმოიდგინეთ, ევროკომისარ ვარჰეის მოუწია ძალაუნებურად იმ საშინელების აღიარება, რაც მან იკადრა. ამის შემდეგ, როგორც ვარჰეის, ისე სხვებსაც შეიძლება მოუწიოთ აღიარებები, თუკი კონკრეტული პიროვნებები დასახელდებიან და ამ ყველაფერს ორ ქვეყანას შორის სკანდალამდე მისული საუბრის ელფერი კი არ ექნება, არამედ, შეიძლება, საერთაშორისო, უპრეცედენტო მასშტაბის სკანდალი მოხდეს. ეს ყველაფერი იციან და სანამ საშუალება აქვთ, ცდილობენ მათრახის როლი შეასრულონ. გუშინწინ, მაგალითად, გამოვიდნენ და თქვეს, ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო დახმარებას და თავისუფალ ვაჭრობას მოგცემთო, ანუ თაფლაკვერი მოგვაწოდეს; გუშინ გამოვიდნენ და – დაგასანქცირებთ ყველასო, ანუ მათრახი მოგვიშვირეს.
დასავლეთს ყოველთვის ჰქონდა მანკიერებისადმი მიდრეკილება. ორმაგი სტანდარტი საიდან მოდის – ჯვაროსნები მიდიოდნენ ქრისტეს სახელით და ამ ფონზე, გაანადგურეს მთელი მსოფლიო. გავიდა რამდენიმე საუკუნე, ახლა დემოკრატიის სახელით დადიან და ქვეყანაში ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობენ, როგორიცაა, მაგალითად – .“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს