“დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მათი გათვალისწინება მოუწევთ” | პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მათი გათვალისწინება.
მან რუსულ ადგილობრივ მედიასთან NATO-ს შესახებაც ისაუბრა და მას ამერიკის შეერთებული შტატების “უკანა ეზო” უწოდა. პარალელურად, პუტინი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთს ალიანსის ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს და ისინი ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, რადგან არ სურთ, ს სახით კონკურენტი ჰყავდეთ.
არის NATO-ს ბატონ-პატრონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი NATO, მთელი ორგანიზაცია…მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ს მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს. მისი შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს”, – თქვა პუტინმა.
მისივე მტკიცებით, რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებზე შეთანხმების მიღწევას 30 წელია “ცდილობს,” მაგრამ პასუხად ცინიკურ სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობებს იღებს.