დასავლეთის პოლიტიკურ პანდემიას ჩვენთან ერთად თავად ევროპელებიც ებრძვიან და ეს ბრძოლა აუცილებლად ჭეშმარიტი დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდება

„თუ გასულ წლებში ევროპის პოლიტიკური ტრიბუნა მხოლოდ ფსევდო ლიბერალებს ეჭირათ, დღეს მათ საპირისპირო მოსაზრებებსაც ვისმენთ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ამერიკის საპრეზიდენტო ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომ ჩატარებულიყო, ევროპაში დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა. „ბოლო წლებში, დასავლეთში დემოკრატიის უკუსვლამ, გაბატონებულმა ომის პოლიტიკამ და ლგბტ პროპაგანდამ, თავად მათში შვა ჭეშმარიტი დემოკრატიის და ჯანსაღი ღირებულებების მიმდევრები.
ეს პოლიტიკური ძალა დღითიდღე ძლიერდება და ანგრევს გაბატონებულ სიყალბეს არა მარტო ამერიკასა და ევროპაში, არამედ, მათ პარტნიორ ქვეყნებშიც. დღევანდელი დებატები ევროპარლამენტში სწორედ ამის დასტურია. თუ გასულ წლებში ევროპის პოლიტიკური ტრიბუნა მხოლოდ ფსევდო ლიბერალებს ეჭირათ, დღეს მათ საპირისპირო მოსაზრებებსაც ვისმენთ. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები რომ ევროპარლამენტის არჩევნებამდე ჩატარებულიყო, ევროპაში დღეს სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა.
ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ევროპელ ლიბერალებს დრო აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ, ეს მცირე დრო საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, მათ შორის, საქართველოშიც. ევროპელმა ლიბერალებმა იციან, რომ საქართველოში ახალი პარლამენტი მალე დაიწყებს მუშაობას. ოპოზიციას კი არ შესწევს ამ პროცესების შეჩერების უნარი.
ამიტომ, კვლავ ევროპის ტრიბუნიდან სურთ ქართველი ხალხის გაღიზიანება და ამით ოპოზიციაში მუხტის აწევა. ევროპარლამენტში დებატებიც სწორედ ამ მიზნით გაიმართა. თუმცა, ადგილზევე ოპონენტების დამაჯერებელმა გამოსვლამ, მათი მიზნები დაამსხვრია. ერთადერთი, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, არის ის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ პანდემიას ჩვენთან ერთად თავად ევროპელებიც ებრძვიან და ეს ბრძოლა აუცილებლად ჭეშმარიტი დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდება,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც – დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!

ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში – სამწუხაროდ, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა

გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი