“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული სტილის კანონის პირველი მოსმენით მიღებისა და დასავლეთის მწვავე კრიტიკის პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერებმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციასთან გამართეს შეხვედრები.
ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუს და მის თანმხლებ დელეგაციას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ხოლო პარლამენტში პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ვიცესპიკერი, გია ვოლსკი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდნენ.
სამივე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე.
ასევე, განცხადებების მიხედვით, განხილული იყო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
26 თებერვალს ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად, გასული წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა. განკარგულებას ხელი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.