დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს თბილისის მერობის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის.
„ყველა შემთხვევაში პირველ ტურში მოიგებს თბილისის მერობის არჩევნებს და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახი კალაძის მხარეს.
ჩემი მიზანი იცით რაც არის, 64-ვე მუნიციპალიტეტში გვინდა, მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე