დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის ლიდერები შეძლებენ, შექმნან პროცესი, საიდანაც გამოვა ღირსეული კანდიდატი – ბარაკ ობამა

მე და მიშელს გვინდა, გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება ჯოსა და ჯილის მიმართ, რომ ასე ოსტატურად და გაბედულად გვიხელმძღვანელეს ამ სახიფათო დროს, – ამის შესახებ -ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებაშია ნათქვამი.
იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი, ასევე ჩემთვის ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი. დღეს ჩვენ ასევე, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ის მაღალი დონის პატრიოტია. 16 წლის წინ, როდესაც დავიწყე ვიცე-პრეზიდენტის ძებნა, ვიცოდი ჯოს შესანიშნავი კარიერის შესახებ საჯარო სამსახურში. მაგრამ ის, რამაც მე უფრო მეტად აღმაფრთოვანა, იყო მისი ხასიათი, მისი ღრმა თანაგრძნობა და შრომით მიღებული გამძლეობა; მისი ფუნდამენტური წესიერება და რწმენა, რომ ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი ბაიდენი თანამდებობის დაკავების დღიდან ისევ და ისევ ავლენდა ამ ხასიათს. მან ხელი შეუწყო პანდემიის დასრულებას, შექმნა მილიონობით სამუშაო ადგილი, შეამცირა მედიკამენტების ღირებულება, მიიღო იარაღის უსაფრთხოების პირველი მნიშვნელოვანი კანონმდებლობა 30 წლის განმავლობაში, გააკეთა უდიდესი ინვესტიცია ისტორიაში კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად და იბრძოდა შრომის უფლებების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში.
მისივე თქმით, საერთაშორისო დონეზე ჯო ბაიდენმა აღადგინა ამერიკის პოზიცია მსოფლიოში, გამოაცოცხლა ნატო და მოახდინა მსოფლიოს მობილიზება, რათა წინ აღუდგეს ს აგრესიას ში.
„ჯომ შეგვახსენა, ვინ ვართ – ქვეყანა, რომელიც ერთგულია ძველმოდური ღირებულებებისადმი, როგორიცაა ნდობა და პატიოსნება, სიკეთე და შრომისმოყვარეობა, ქვეყანა, რომელსაც სჯერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების, ქვეყანა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველას, ვინც არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს საუბრის უფლება და იმსახურებს უკეთესი ცხოვრების შანსს“, – წერს ბარაკ ობამა.
მისივე თქმით, ამ გამორჩეულმა გამოცდილებამ პრეზიდენტ ბაიდენს მისცა ყველანაირი უფლება, ხელახლა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და დაესრულებინა დაწყებული საქმე.
„ჯოზე უკეთესად არავის ესმის ამ არჩევნების ფსონები – ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და რასაც დემოკრატიული პარტია იცავს, რისკის ქვეშ დადგება, თუ დონალდ ტრამპს დავუბრუნდებით თეთრ სახლში და რესპუბლიკელები კონგრესს გააკონტროლებენ. მე ისიც ვიცი, რომ ჯოს უკან არასდროს დაუხევია. ის, რომ შეხედოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და გადაწყვიტოს, რომ ჩირაღდანი ახალ ნომინანტს უნდა გადასცეს, ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთულია მის ცხოვრებაში, მაგრამ მე ვიცი, რომ ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუ არ დარწმუნდებოდა, რომ ეს სწორი იქნებოდა ამერიკისთვის. ეს არის ჯო ბაიდენის სამშობლოს სიყვარულის დადასტურება და ისტორიული მაგალითი იმისა, რომ ნამდვილი საჯარო მოხელე კიდევ ერთხელ აყენებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს საკუთარზე წინ.
უახლოეს დღეებში ჩვენ ვიმოგზაურებთ ამოუცნობ წყლებში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები შეძლებენ, შექმნან პროცესი, საიდანაც გამოვა ღირსეული კანდიდატი. მე მჯერა, რომ ჯო ბაიდენის ხედვა დიდსულოვანი, აყვავებული და ერთიანი ამერიკის შესახებ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ყველას, სრულად იქნება ნაჩვენები აგვისტოში, დემოკრატიული კონვენციის დროს. მე ველოდები, რომ თითოეული ჩვენგანი მზად არის, მიიღოს იმედისა და პროგრესის გზავნილი ნოემბრამდე და მის შემდეგ. ახლა მე და მიშელს უბრალოდ გვინდა, გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება ჯოსა და ჯილის მიმართ, რომ ასე ოსტატურად და გაბედულად გვიხელმძღვანელეს ამ სახიფათო დროს, მათი ერთგულებისთვის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალებისადმი, რომლებზეც დაფუძნდა ეს ქვეყანა“, – აცხადებს ბარაკ ობამა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ ს ნომინირებას.
1tv.ge