დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, როგორც პანდემიის დროს, ახლაც დაუმტკიცებენ საზოგადოებას, რომ საექიმო საქმიანობის ღირსეული წარმომადგენლები არიან

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, როგორც პანდემიის დროს, ახლაც დაუმტკიცებენ საზოგადოებას, რომ საექიმო საქმიანობის ღირსეული წარმომადგენლები არიან
„ჩვენ ერთად გავიარეთ კოვიდ პანდემიის პერიოდი და მაშინ, როდესაც მთელი რიგი მიმართულებით გვქონდა დეფიციტი, რომელიც ამ დაავადების სამედიცინო პერსონალში გავრცელებამ გამოიწვია, უმცროსმა ექიმებმა სერტიფიცირებული ექიმების ტოლფასად მოახერხეს გამოწვევასთან გამკლავება,“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტი განიხილა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ ბევრი უმცროსი ექიმი შეძლებს წარმატებით გააგრძელოს საექიმო საქმიანობა. „ძალიან დიდი მადლობა კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარეს, ინიციატორებს, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელთანაც კონსულტაცია გავლილია და ზოგადად ხელისუფლებას, რომელმაც გამონაკლისის წესით მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის უკანაც დგანან ჩვენთვის ძვირფასი, ჩვენი მომავალი კოლეგები. ჩვენ ერთად გავიარეთ კოვიდ პანდემიის პერიოდი და მაშინ, როდესაც მთელი რიგი მიმართულებით გვქონდა დეფიციტი, რომელიც ამ დაავადების სამედიცინო პერსონალში გავრცელებამ გამოიწვია, უმცროსმა ექიმებმა სერტიფიცირებული ექიმების ტოლფასად მოახერხეს გამოწვევასთან გამკლავება.
ესენი იყვნენ რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები, პედიატრები, ფსიქიატრები, ნარკოლოგები და სხვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საექიმო მიმართულება მოხვდება ჩამონათვალში და მიეცემათ საექიმო საქმიანობის უფლება, რა თქმა უნდა, სასერტიფიკაციო გამოცდების გავლის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები შესაბამისად მოემზადებიან და კიდევ ერთხელ აჩვენებენ საზოგადოებას და ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებიც ცოტა სკეპტიკურად არიან განწყობილნი ამ ინიციატივის მიმართ, რომ ღირსნი არიან საექიმო საქმიანობის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას და მიღებული ქულებით ბევრ რეზიდენტურა გავლილ ექიმს აჯობებენ,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება