დარწმუნებული ვარ, შეხვედრის შედეგები იქნება ნაყოფიერი და წარმატებული, რაც თავის მხრივ დაეყრდნობა საერთო ნდობასა და პატივისცემას – ყაზახეთის პრეზიდენტი

აზერბაიჯანში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა. ფორუმს საქართველოს პრემიერ მინისტრი საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.
ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ ტოკაევი ფიქრობს, რომ შეხვედრის შედეგები იქნება ნაყოფიერი და წარმატებული, რაც დაეყრდნობა საერთო ნდობასა და პატივისცემას.
“გასულ წელს, ჩვენ გავაძლიერეთ “სპეკას” ძირითადი მიმართულებები. პროგრამაში ცენტრალური აზიისა და კავკასიის მონაწილეობას ძალიან ვაფასებთ, ხაზგასასმელია ამ მხრივ ჩვენი მასპინძელი აზერბაიჯანის ძალისხმევაც. დარწმუნებული ვარ, შეხვედრის შედეგები იქნება ნაყოფიერი და წარმატებული, რაც თავის მხრივ დაეყრდნობა საერთო ნდობასა და პატივისცემას, რაც დღევანდელი გლობალური რყევების ფონზე უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ქვეყანა გახდა ერთგვარი კონტინენტალური ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ეს შესაძლებლობა სრულად უნდა ავითვისოთ. ტრანსკასპიური მიმართულებებით ველოდებით ტვირთბრუნვის გაზრდას, ეს შუა დერეფანს მიაბამს სარტყელისა და გზის ინიციატივას.” – აცხადებს ყასიმ-ჟომართ ტოკაევი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება