დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს – „ინტერის აკადემიის“ მწვრთნელების ხელმძღვანელი

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთი ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მილანის „ინტერის აკადემიის“ მწვრთნელების ხელმძღვანელმა, ანდრეა რატიმ, ასევე „ინტერის აკადემია საქართველოს“ მოწვეულმა მწვრთნელმა, სტეფანო კომ და სპორტულმა დირექტორმა, ლევან მჭედლიძემ განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.
სტეფანო კო, „ინტერის აკადემია საქართველოს“ მოწვეული მწვრთნელი: „მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით, აქ პირველად ვიმყოფები. „ინტერის“ აკადემიის ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი თბილისში არსებობს. მხოლოდ მეორე წელია, რაც საქართველოში პროექტის განხორციელება დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად ვიზრდებით“.
ანდრეა რატი, „ინტერის აკადემიის“ მწვრთნელების ხელმძღვანელი: „საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, თავი შინაურულად ვიგრძენი, რადგან ეს საოცარი ქვეყანაა. „ინტერის აკადემია საქართველოში“ უკვე 500-მდე ბავშვი ვარჯიშობს და 25 მწვრთნელია დასაქმებული, რაც კარგი მაჩვენებელია.
ვრცლად:
VIDEO: ნახეთ, როგორ მიულოცეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილს შვილის შეძენა