ლონდონის “არსენალის” ყოფილმა შემტევმა ტეო უოლკოტმა “მეთოფეების” ახალწვეულზე ვიქტორ დიოკერეშზე ისაუბრა. შვედი თავდამსხმელი “კანონირებს” “სპორტინგიდან”, დაახლოებით 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
დიოკერეში პრემიერლიგის პირველ ტურში “იუნაიტედთან” (1:0) ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მძიმედ გამოიყურებოდა, რის გამოც მიკელ არტეტამ მე-60 წუთზე შეცვალა.
უოლკოტის თქმით, ვიქტორს ახალ ჩემპიონატთან და გუნდთან შესაგუებლად დიდი დრო დასჭირდება.
“ოლდ ტრაფორდზე” სეზონის დაწყება ყოველთვის რთულია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ფორმაში შესასვლელად 3-4 თამაშის ჩატარება მჭირდებოდა. მაგალითად გიოკერეში, დარწმუნებული ვარ, რომ მას სასურველი კონდიციების აღსადგენად დიდი დრო დასჭირდება, ამას ვგრძნობ.
მთავარი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ “არსენალს” კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მათ “იუნაიტედი” გასვლაზე დაამარცხეს.
იმისთვის, რომ ფორმაში შეხვიდე, აუცილებლად ბევრი უნდა ითამაშო, დიოკერეშს შევატყე, რომ სიმშვიდეს კარგავდა, იზოლირებული იყო. და მაშინაც კი, როცა საკა და მარტინელიც ვერ თამაშობდნენ კარგად, ის თითქოს ჩაკეტილი იყო. შემტევებმა გუნდურად უნდა ითამაშონ, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს”, – განაცხადა უოლკოტმა The Overlap US-ის YouTube არხის პოდკასტში.
შეგახსენებთ, “არსენალი” პრემიერლიგაში მორიგ შეხვედრას ხვალ, 23 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, “ლიდს იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართავს.
“ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის” – რა განაცხადა ფერდინანდმა?
დიოკერეში “არსენალთან” კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
“არსენალი” და “სპორტინგი” ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია – რა ბედი ეწევა შვედს?
34 წლის ასაკში ტეო უოლკოტმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
არსენ ვენგერმა ოლივიე ჟირუსა და ტეო უოლკოტის წასვლის მიზეზი გაამხილა
თავისი მაინც გაიტანა – დიოკერეში უახლოეს საათებში “არსენალის” ფეხბურთელი გახდება
“ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს” – ფერდინანდი “არსენალთან” მარცხის შემდეგ
“ევერტონი” აქტიურობას განაგრძობს – შემდეგი სამიზნე “ბაიერნის” მცველია
სემ ელერდაისი: ტეო უოლკოტი კარგი შენაძენია
“სპორტინგი” დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
ტეო უოლკოტი “ევერტონისთვის” შეუტევს
ტეო ერნანდესის შემცვლელი – “მილანს” ზინჩენკოს დამატება სურს
უარი 2 მილიონ ევროზე – დიოკერეში “არსენალში” ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს
“არსენალი” ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
ტეო უოლკოტი “მილანს” თავისი თავის შეძენას სთავაზობს
არისაბალაგა “ჩელსიდან” “არსენალში” გადავიდა
დიოკერეში “სპორტინგის” ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს – კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
