დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ, ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს –

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
“ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ