„დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით სტიმულის მომტანი იქნება” – ბესო ორთოიძე

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ნაწილში დამატებით სტიმულირებას გააჩენს”- ამის შესახებ „კომერსანტს” სამშენებლო კომპანია „არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ უთხრა. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს დიდი ეკონომიკური აქტივობა დაიწყო და ინვესტორებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო შეიქმნა.
„კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მოთხოვნის ნაწილში დამატებითი სტიმულირება გაჩნდება, მე პირადად გადავხედე იმ ქვეყნების ისტორიებს ვინც სტატუსი მიიღო და შემდეგ წევრი გახდა და ამ ქვეყნებში უფრო დიდი ეკონომიკური აქტივობა შეინიშნებოდა კანდიდატის სტატუსის შემდეგ ვიდრე წევრობის შემდეგ.
სტატუსიდან წევრობამდე პერიოდი ინვესტორებისთვის ყველაზე მომხიბვლელ პერიოდად არის მიჩნეული, რადგან ეს გარკვეული მესიჯია მათთვის, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი და ახლა არის ყველაზე კარგი საინვესტიციო გარემო. რადგან როდესაც ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი უკვე ყველაფრის ფასი გაიზრდება, მათ შორის გაძვირდება უძრავი ქონებაც. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით სტიმულის მომტანი იქნება, ყველა ქვეყნის შემთხვევაში ასე მოხდა და არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი” – აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა