დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნანობს – ლაშა ნაცვლიშვილი

“ქართული ოცნების„ პროპაგანდისტის, ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნანობს “საკუთარ საკადრო შეცდომებს”.
ამის შესახებ მან TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ქართული ოცნების” ყოფილი პიარ-კონსულტანტი გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი საბოლო ჯამში დააკავონ.
ნაცვლიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არავინ ერჩის და “ის პატიოსანი და ქვეყნის პატრიოტი კაცია.“
“ყველა ლიდერი, რომელიც “ქართულ ოცნებას“ ჰყავდა, ეს იყო გამორჩეულ ლიდერთა თანავარსკვლავედი და ერთ-ერთი არის ღარიბაშვილი. მას არავინ ერჩის. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პატიოსანი კაცი, ამ ქვეყნის პატრიოტი, საკუთარ საკადრო შეცდომებს, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა და როგორც ჩანს, ჰქონდა, გულწრფელად ნანობს”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილი ღარიბაშვილის დაჭერას გამორიცხავს, თუმცა, კითხვაზე, რატომ არ გამოდის ის სახლიდან, კითხვითვე პასუხობს:
“ვინ გითხრათ რომ არ გამოდის? როგორ არ გამოდის, ჩვეულებრივად, საქართველოს მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობს,” – ამბობს ის.
ცნობისთვის, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე მისულმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა არ გადაუხადა. ის მედიასთან არც კი გაჩერდა, თქვა ერთადერთი რეპლიკა “საცოდავები” და ტერიტორია გაძლიერებული დაცვის თანხლებით დატოვა.
საგულისხმოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ID ბარათით მისცა.
ექს-პრემიედრს არ უთქვამს, რომ მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის კანდიდატს და ყოფილ მეგობარს, ს.
არ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის შესაძლო თვითმკვლელობაზე დასმულ კითხვას. უპასუხოდ დატოვა მისი გარემოცვის კორუფციის ბრალდებით დაკავებაზე დასმული შეკითხვაც.