დარწმუნებული ვარ, რომ გეკა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას

დარწმუნებული ვარ, რომ გეკა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას
დარწმუნებული ვარ, რომ გეკა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრო.
„მივესალმები ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც დღეს პირველად ესწრება მთავრობის სხდომას. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ წარმატებას მოუტანს ამ უწყებას და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას. წარმატებები კიდევ ერთხელ.
ბატონ ვახდანგ გომელაურს, კიდევ ერთხელ, მინდა ვუსურვო წარმატებები და გადავუხადო მადლობა მრავალწლიანი ძალიან ღირსეული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს, არსებული ტემპებით, ეს მიზნები შესრულებადია

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს