დარწმუნებული ვარ, მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია… რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე საუბრისას, ამბობს:
მივესალმები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ბევრჯერ ვითხოვეთ (მამალაძის გათავისუფლება), მაგრამ რა ვქნათ, რაც არის არის. სინამდვილეში რა და როგორ არის ამას ვინ გაიგებს?! რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე ის გამოსულიყო ციხიდან. დარწმუნებული ვარ, რომ (გიორგი მამალაძეს) მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო დასკვნა მე არ წამიკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს, რადგან კანონი იცავს ამ საბრალდებო დასკვნას. სინამდვილეში, რაში დასდეს ბრალი, რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი.

ასევე დაგაინტერესებთ