დარწმუნებული ვარ, თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თოთოული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა

“დღეს გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრება, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის,”– ასე მიმართა პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა მ პარტიის მხარდამჭერებს სამცხე-ჯავახეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
მ სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქვეყანის წინაშე დგას. “მივესალმები ადიგენს, ბორჯომს, ასპინძას, ნინოწმინდას, ახალქალაქს, მთელს სამცხე-ჯავახეთს და აქ მცხოვრებ ძალიან მაგარ ხალხს. მიხარია, რომ დღეს ამდენი გულანთებული ადამიანი ვართ შეკრებილი.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად გვესმის, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამ მხარეს გამოწვევების არასდროს ეშინოდა და დღესაც, დარწმუნებული ვარ, სრული რწმენა გვაქვს იმის, რომ ერთად დგომით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს. სამცხე-ჯავახეთი იმ დიდი მესხეთის განუყოფელი ნაწილია, სადაც თანამედროვე კულტურის აკვანი დაირწა. ამ კულტურაზე დაფუძნებით სწორედ ამ მხარიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და შუა საუკუნეების ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
მე დარწმუნებული ვარ, დღესაც თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თოთოული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამიტომ ჩვენ გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრებ, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის.
ამ მხარემ ზუსტად იცის, რა ძალა აქვს საქართველოს ერთობას და დარწმუნებული ვარ სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარი ოცნების ასრულებასთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია,”- განაცხადა კახა კალაძემ.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის თქმით, შეცდომების დაშვების უფლება არავის აქვს, პრობლემები კი მხოლოდ არსებული საფრთხეებისა და შესაძლებლობების ზუსტი შეფასებით უნდა გადაიჭრას.
“დღეს დგას ის დრო, როდესაც თუ სწორად ვიმოქმედებთ, თუ ყველა საფრთხეს და შესაძლებლობას ზუსტად შევაფასებთ, თუ არ ავყვებით ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან წამოსულ პროვოკაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ დღეს არავის გვაქვს უფლება, არ გავიზიაროთ ისტორიული გაკვეთილები, არავის გვაქვს უფლება, ავყვეთ ემოციებს. ჩვენ უბრალოდ მომავალი თაობები არ გვაპატიებენ შეცდომას. თუ გადავხედავთ წარსულს, ვნახავთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რომელიც, რა თქმა უნდა, მძიმეა,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს