დარწმუნებული ვარ, განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ არაობიექტური და უსამართლო შეფასებები აღარ იქნება დღის წესრიგში

დარწმუნებული ვარ, განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ არაობიექტური და უსამართლო შეფასებები აღარ იქნება დღის წესრიგში
დარწმუნებული ვარ, ის განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ისეთი არაობიექტური და უსამართლო შეფასებები, რომლებიც გვქონდა აქამდე, აღარ იქნება დღის წესრიგში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და -ის ელჩზე საუბრისას.
რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა ორმხრივია, ორმხრივი პასუხისმგებლობის ნაწილია ნებისმიერი განვითარების ეტაპი და ერთ კონკრეტულ მხარეზე აპელირება ვერ გაკეთდება.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია გლობალური ომის პარტიის პირდაპირ ინტერესებზე, რომელიც გააჩნია საქართველო მიმართ და ეს ინტერესები საერთოდ არ არის კავშირში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან. ამ ჯგუფისთვის არ არის მისაღები, რომ საქართველოში არ არის მორჩილი და რეზიდენტი ხელისუფლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ჯგუფი არ გამოხატავს იმ ოფიციალურ პოზიციებს, რაც პირველ რიგში უნდა იყოს მეგობრობისთვის აუცილებლად. ცალკეული მოხელეების მხრიდან იყო მცდელობები, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ ეს მიმართულებები, რაღაც დონეზე მათ მიაღწიეს ამას, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხებს.
დარწმუნებული ვარ, ის განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მოქალაქეებში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ისეთი არაობიექტური და უსამართლო შეფასებები, რომლებიც გვქონდა აქამდე, აღარ იქნება დღის წესრიგში და ყველას მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, როგორც მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით”, – განაცხადა რატიო იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო