დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოლიტიკას გაატარებს, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა

დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოლიტიკას გაატარებს, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ პატივი სცეს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩია.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვიყავით და ვართ პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვისთვის ამერიკასთანაც და ევროკავშირთანაც. ეს პერიოდი აუცილებლად დადგება 2025 წელს, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს და ამერიკულმა საზოგადოებამ 5 ნოემბერს. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ქმედებებს, ნაბიჯებს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანოში თუ ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს აზიანებდა და აზიანებს პარტნიორულ ურთიერთობებს. ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება შევა ძალაში და ტრამპის პოლიტიკა შეუდგება უკვე მოქმედი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ამასთან, გაატარებს იმ პოლიტიკისა, რომელიც ჩვენი და მსოფლიოს ინტერესებშიცაა, ში ომი დასრულდეს, რომ არ ერეოდეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში და ა.შ. დარწმუნებული ვართ, რომ ამის შემდგომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა ამ ურთიერთობების.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველამ პატივი სცეს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტრამპი აირჩია პრეზიდენტად და არცერთი სხვა პირი ამერიკაში. ყველას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ უპირველესად ამერიკის საზოგადოების გადაწყვეტილებას და მიჰყვნენ იმ პოლიტიკას, რომელიც მიიღო ტრამპმა და რა პოლიტიკითაც ამერიკის საზოგადოებამ აირჩია თავისი პრეზიდენტი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

American Thinker-ი: უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო

იდეალური იქნებოდა ურსულა ფონ დერ “ბაიდენისთვის”, მაკრონისთვის, შოლცისთვის თუ სტარმერისთვის იმის ღია მინიშნება, რომ ტრამპმა ზუსტად იცის – სად და ვის ჯიბეში წავიდა ამერიკული 350 მილიარდი

უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის