საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციის ყოფნა მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და უკრაინის საგარეო მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დაგგემილ ეუთოს მინისტერიალს.
“ეუთო ზოგადად არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციას აქვს განსაკუთრებული როლი, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.
აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, შესაბამისად, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი პარტნიორების მეტი მობილიზება მოვახდინოთ და ვიუსაბროთ გამოწვევებზე, რომელიც არის რეგიონში და რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას” – ამბობს ილია დარჩიაშვილი.
27 ნოემბერს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ გეგმავდა სკოპიეში ჩასვლას. ლავროვის ეს ვიზიტი რიგით მესამეა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელიც NATO-ს წევრ ქვეყანაში შედგება. რუსეთის საგარეო მინისტრი იქამდე თურქეთსა და აშშ-ში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა.
ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში დღეს, 30 ნოემბერს იწყება.