ანალიტოკოსი გიორგი თავდგირიძე:
,,ალბათობა იმისა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმება ჩაიშალოს არის, თუმცა გაცილებით მაღალია ზავის ალბათობა. დათმობების სანაცვლოდ რუსეთი მიიღებს მშვიდობას და სანქციების შემსუბუქებას. თუმცა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მას აუცილებლად სჭირდება კრედიტები, ინვესტიციები და ტექნოლოგიები. დაკარგულ ბაზარს არავინ დაუბრუნებს და ეკონომიკის აღსადგენად ფინანსების მისაღებად აუცილებლად მოსთხოვენ შიდა დემოკრატიზაციას. ფრიად საინტერესო ამბები იქნება ჩვენს ჩრდილოეთით, ნებისმიერი სცენარის პირობებში.
პუტინის პროპაგანდა უკვე მუშაობს დათმობების აუცილობლობის დასაბუთებაზე. მაგრამ საინტერესოა, რა სცენარით მოხდება ივანიშვილის ჩაბარება, მოსთხოვენ მას კონკრეტულ ქმედებებს ( როგორც ჩვეულებრივ აგენტს) თუ უბრალოდ მიატოვებენ როგორც უსარგებლო პოლიტიკურ ფიგურას? თავის ფინანსებიანა წაიყვანენ რუსეთში და თავშესაფარის სანაცვლოდ ქონებას დაათმობინებენ თუ საერთოდ გაემიჯნებიან მისი პროექტის რუსულობას?
ივანიშვილი ბიზნესმენისთვის შეუფერებელი რისკიანი ნაბიჯებით ცდილობდა იმ პუტინისთვის მოეწონებინა თავი, რომელიც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და ბავშვების წამებას არ ერიდებოდა, იმისთვის ვინც დასავლეთის დაჩოქებას ომით ცდილობდა. რამდენად მოეწონება ახალ პუტინს ძველი ივანიშვილი ძნელი გამოსაცნობი არ არის. ახალი პუტინის ხელისუფლების შენარჩუნება დამოკიდებული უსანქციო მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად და რაც შეიძლება სწრაფად ინვესტიციების მოპოვებაზე. ვინც იშოვის ინვესტიციებს ის დაიკავებს რუსეთის მმართველის ადგილს. თუ ეს დაშვება სწორია ( არა და ყველაფერი აქეთკენ მიდის), ივანიშვილის მხარდაჭერა მისთვის აპრიორში წამგებიანი იქნება ( ეს თვითონ ივანიშვილმა მოახერხა. იმაზე მეტად გამოიჩინა თავი, ვიდრე ავალებდნენ და აიძულებდნენ. )
დარჩება ივანიშვილი აქ, ჩვენთან, გაბრაზებული ხალხის წინაშე კობახიძისა და მდინარაძის იმედად, ხარებას ერთი დუბინკის ამარა.“
