“დარჩა ორი ვარიანტი, რომა” პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს – Corriere Dello Sport-ი ქართველი ფორვარდის “ჯალოროსიში” შესაძლო ტრანსფერზე

“დარჩა ორი ვარიანტი, რომა” პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს – Corriere Dello Sport-ი ქართველი ფორვარდის “ჯალოროსიში” შესაძლო ტრანსფერზე
იტალიური პოპულარული გამოცემა Corriere Dello Sport-ი გიორგი მიქაუტაძის “რომაში” შესაძლო ტრანსფერზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, “ჯალოროსი” ქართველი ფორვარდის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.
ჩვენი იტალიელი კოლეგები გვაუწყებენ, რომ “მგლებმა” პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გაამზადა და “მეცს” მალე მიმართავს. ფრანგული კლუბი კი მას, დაახლოებით, 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.
რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ “ოლიმპიკოზე” ახალი ფორვარდის მოყვანის საჭიროება დადგა. ახლა დანიელე დე როსის გუნდის შეტევის გაძლიერების ორი ვარიანტი არსებობს.
“ვილიარეალიდან” ან ნორვეგიელი ალექსანდრ სორლოთის დამატება, რომელიც უფრო ძვირად, დაახლოებით, 30 მილიონ ევროდ ფასობს, ან “მეციდან” ჩვენებური
თავდამსხმელის წაყვანა, რომელიც უფრო იაფი დაჯდება და თანაც, “ჯალოროსის” ბოსები სწორედ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერისკენ იხრებიან.
პარალელურად, გამოცემა Lego წერს, რომ მიქაუტაძის შესაძლო ახალი გუნდების სია ორამდე შემცირდა და ეს თვითონ თავდამსხმელმა გააკეთა.
მან “ვესტ ჰემსა” და “ლანსს” უარი შეუთვალა და კარიერის გაგრძელების ვარიანტად მხოლოდ “რომასა” და “მონაკოს” განიხილავს.
პარიზელებს 30 მილიონი ენანებათ. ..
რომელი ჯ9ბია ჟორჟის. რამოსი თუ. მეორე ორივე ერთად 200 მილიონი რო დაუჯდა და გიომ ნახევარ სეზონში რაც გაიტამა ორივემ ერთად მთელ სეზონში ვერ გაიტანეს მონაკოში გადავა და მერე გადქიხდიამ. 100 მილიონს