დარჩა მხოლოდ ერთი კანდიდატი – “ბაიერნი” დე ძერბის ვარიანტზე გადაერთო

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციიით, “ბაიერნს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა შემორჩა და ეს “ბრაიტონის” ამჟამინდელი თავკაცი რობერტო დე ძერბია.
მიუნხენელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, შემდეგ კი მოქმედი დამრიგებლის ტომას ტუხელის შენარჩუნება სურდათ, თუმცა არცერთი ვარიანტი არ გამოვიდა.
იტალიელი სპეციალისტის გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევრო სახელდება, რადგან მას “ბრაიტონთან” კონტრაქტი აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” ბოლო 12 წელში პირველად დაასრულა სეზონი უტიტულოდ.

ასევე დაგაინტერესებთ