“დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1000-დან 20 ათას ლარამდე იქნება” – დღეიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდა

1-ლი ივ­ნი­სი­დან ძა­ლა­ში შე­დის “პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ” ახა­ლი კა­ნო­ნის და­ნა­წე­სი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ყვე­ლა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და რიგი კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, და­ნიშ­ნონ ან გან­სა­ზღვრონ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ოფი­ცე­რი.
კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც და­ნიშ­ნა/გან­სა­ზღვრა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ოფი­ცე­რი, ვალ­დე­ბუ­ლია, ოფიც­რის ვი­ნა­ო­ბა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში აც­ნო­ბოს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ რო­მელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რომ ჰყავ­დეთ ასე­თი კად­რი, კა­ნონს გა­აჩ­ნია სამი მიდ­გო­მა:
პირ­ვე­ლი მიდ­გო­მის მი­ხედ­ვით, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­და­ზღვე­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, კო­მერ­ცი­უ­ლი ბანკს, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, საკ­რე­დი­ტო ბი­უ­როს, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ას, ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, აე­რო­პორ­ტსა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ოფიც­რის ყო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.
მე­ო­რე მიდ­გო­მით, კა­ნო­ნი ად­გენს, რომ თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია ამუ­შა­ვებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სუ­ბი­ექ­ტის მო­ნა­ცე­მებს (მო­სახ­ლე­ო­ბის 3%-ზე მეტს), სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ჰყავ­დეს ოფი­ცე­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი 3% გა­მო­ით­ვლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ბოლო სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის მი­ხედ­ვით.
მე­სა­მე მიდ­გო­მის თა­ნახ­მად, რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს სუ­ბი­ექ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ქცე­ვის სის­ტე­მურ და მას­შტა­ბურ მო­ნი­ტო­რინგს, აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­ნიშ­ნონ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ოფი­ცე­რი.
რო­გორც „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ოფი­ცერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა ამ წლის აპ­რილ­ში გა­ნუ­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ოფი­ცე­რი არ ეყო­ლე­ბათ, გაფრ­თხი­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ მი­ე­ცე­მათ. თუ გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს-სუ­ბი­ექ­ტი არ და­ნიშ­ნავს ოფი­ცერს, და­ჯა­რიმ­დე­ბა.
თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ ჰყავს ოფი­ცე­რი და მისი დო­კუ­მენ­ტა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს, სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა, შე­საძ­ლოა, და­წეს­დეს. ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის ბრუნ­ვა­ზე და 1 000 ლა­რი­დან 20 000 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ასევე დაგაინტერესებთ