ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, საქართველოს ბანკი, პარტნიორებთან ერთად, ახალ პროექტს – ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს იწყებს.
ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გამართავს.
შეხვედრა 21 თებერვალს, 13:00 საათზე, თამარ ჭოველიძის 7-ში, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge




