დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში” ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საკანონმდებლო პაკეტი კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა წარუდგინა.
„პროექტის თანახმად, ქონების სააგენტო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფის მიზნით, აქციონერის (პარტნიორის) უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ქონების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობას; სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან სხვა სამართლებრივი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების დანიშვნას და ასევე, შესაბამისი საწარმოების მიერ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელების მაქსიმალურ ხელშეწყობას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ