დარგის ექსპერტები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რითაც “ოცნება” ამაყობს, რეალურად რეინვესტიციაა

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2020-2025 წლებში:

2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ 601.8 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე  15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია  წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 397.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს რეინვესტიციის წილს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში:

2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

ეკონომისტების განმარტებით, სტატისტიკაში მოცემული ფულის 80%-ზე მეტი ქვეყანაში უკვე მოქმედი კომპანიების რეინვესტიციას მოიცავს, აღნიშნული კომპანიები წლებია რაც საქართველოში ოპერირებენ, თუმცა წილი ისეთი ფულის, რომელიც ახალია, ან ახალი კომპანიების, რომლებიც ქვეყანაში შემოვიდნენ, ძალიან მცირეა.

სისტემურად ხდება, ვაკვირდებით შემცირებას, ინსტიტუციურ მორღვევას. ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, ეს არის ქაქისტოკრატიული მმართველობის შედეგი. ეს არის მამოძრავებელი, ანუ რეინვესტიციური ნაწილის, ეს არის ძირითადად ფინანსური ინსტიტუტები, ისინი არიან რეალური დარგის შემქმნელი მოთამაშეები. ზრდა არ არის არაფერი, უკვე ციფრებშიც აღარ ჩანს, ეს არის რეინვესტირება. ის რაღაცა პატარა ნაწილი, რომელიც შეიფუთა ვითომ რაღაცა არაბული და უძრავი ქონების ინვესტიციებით, ეს არ არის ინვესტიცია, ეს არის ჩვეულებრივი უძრავი ქონების ბიზნესი. ის ინვესტიციები, რომელიც გახდა საძირკველი ამ ქვეყნის განვითარებისთვის, იყო მხოლოდ იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ეს ხალხი მტრად აცხადებს, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები, შვეიცარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ეს არის ის იურისდიქციები და ის ჯანსაღი ეკონომიკის ბაზრები საიდანაც ხდება მსხვილი კაპიტალის დაგროვება და შემოდინება,” – ამბობს ნიკა ალავიძე. 

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის განმარტებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2007 წელსაც გვქონდა.

მისივე თქმით, ინვესტიციის გაკეთება ყველას ისეთ ქვეყანაში უნდა, სადაც სამართლიანი სასამართლოა და ბიზნესი და ადამიანი უფლებები დაცულია.

კარგი საინვესტიციო შედეგი იქნებოდა, პირდაპირი ინვესტიციების თვალსაზრისით, 7, 8, 10 მილიარდი დოლარი. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 2 მილიარდი გვქონდა 2007 წელს, გაცილებით უფრო პატარა ეკონომიკაში. 

ბრიტანეთიდან ინვესტიციები ძირითადად ორი დიდი საჯარო ბანკის ლონდონის ბირჟაზე ყოფნასთან არის დაკავშირებული. დანარჩენი ახლა ის, რომ ჩინეთი არ ჩანს და ემირატები არ ჩანს მაგალითად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთიც კი ერიდება მართლა მატერიალური ინვესტიციების გაკეთებას. 

ყველას უნდა ინვესტიციების გაკეთება ისეთ ქვეყნებში, სადაც სასამართლოა და ბიზნესი დაცულია, ადამიანის უფლებები დაცულია, მათ შორის დიქტატორებსაც,” – თქვა გიგა ბედინეიშვილმა.