დარგები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8%-ით);
· მშენებლობა – 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6%-ით);
· საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4%-ით);
· პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3%-ით).
2023 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 293.0 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 073.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.6 პროცენტით), ასევე მშენებლობის (3 037.0 ლარი, გაიზარდა 31.8 პროცენტით) სექციებში ფიქსირდება.
2023 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით (14.4%) გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.