დარახველიძე ისევ არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ისევ არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერებები გამოიყენეს გასული წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით საპროტესტო აქციების დაშლისას.
6 ნოემბერს სუს-მა განაცხადა, რომ ამ BBC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დასრულდა – კერძოდ, თქვა, რომ 4-5 დეკემბრის პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენეს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით.
ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული დამაზუსტებელი კითხვების პასუხად, ოცნების შს მინისტრის სანქცირებული მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ “სუს-მა ყველა კითხვას გასცა პასუხი”.
“ჩვენ გამოძიება ჩაგვიტარებია. სუს-მა გასცა ყველა შეკითხვას პასუხი, წაიკითხეთ განცხადება”, – ამბობს ის ჟურნალისტებთან.
სუს-ის თანახმად, ქიმიური ფხვნილი, რომელიც -ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და აღნიშნული ნივთიერება -ს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს, გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად.