თბილისის საქალაქო სასამართლომ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. საპატიმრო გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
დარახველიძეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც ის საპატიმროს დატოვებს.
რაც შეეხება კიდევ 3 დაკავებულს – ხვიჩა გოგოხიას, ავტანდილ სურმანიძესა და რამაზ მამულაძეს, მათ მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
