დაპყრობის ახალი იარაღი შემდეგში მდგომაროებს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია – მონოპოლიზებული მედიის, ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, “დიპ სტეიტს” ამგავრი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს

დაპყრობის ახალი იარაღი შემდეგში მდგომაროებს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია – მონოპოლიზებული მედიის, ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, “დიპ სტეიტს” ამგავრი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს
როდესაც მოიყვანენ მათთვის სასურველ, თითქოსდა ხალხის არჩეულ მთავრობას, რა თქმა უნდა, იგი არა ხალხს, არამედ „დიპ სტეიტს“ ემსახურება. სწორედ ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა (თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ), – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია საუბარი.
როგორც ის აღნიშნავს, ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებული ახალი, უნივერსალური მეთოდის თანახმად, ხალხმა არ იცის, რომ დაპყრობილია, ვინაიდან, მონოპოლიზებული მედია, ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტი „დიპ სტეიტს“ უადვილებს ერთი მარიონეტის მეორეთი ჩანაცვლებას.
„დაპყრობის ეს ახალი, უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომაროებს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქრთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, “დიპ სტეიტს” ამგავრი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი არაფერი იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი: ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, და კირ სტარმერი – ერთი შეხედვით, ოთხი განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი, ყველა მათგანი „დიპ სტეიტის“ გავლენის ქვეშ მყოფი.
ბრიტანეთის მსგავს, სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: “საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასოდეს მოუდნეს – მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია.“,“ – აღნიშნულია შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
Next: „დიპ სტეიტს“ სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც აგენტურას ვუწოდებთ, თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც „სასარგებლო იდიოტებისგან” შედგება

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს