დაპირისპირება “ხარებასა” და შინჯიკაშვილს შორის გრძელდება – 17 იანვარს “ასპრიასთან” სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

“ხარებას” და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება – კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ “ასპრიასთან” 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდაშვილი დაიჭრა. ინფორმაციას “TV პირველის” ავრცელებს.

დაპირისპირებაში “ტვ პირველის” ცნობით, შინჯიკაშვილის მოადგილე, გიორგი უბილავა მონაწილეობდა, რომელმაც მათივე ინფორმაციით, ქვეყანა უკვე დატოვა. თავად მარიდაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

რაც შეეხება “ასპრიას”, ფიტნეს დარბაზის დაცვა ისევ ირწმუნება, რომ კამერები არ მუშაობს და გარჩევას დარბაზის ტერიტორიაზე უარყოფს.

ბოლო ერთ თვეში, ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა დაჯგუფებებს შორის ფიტნეს დარბაზ “ასპრიასთან”. პირველი დაპირისპირების შესახებ ცნობილი გასული წლის 24 დეკემბერს გახდა ცნობილი.

უბილავას სახელი ნიღბიანების ორგანიზებულ არაერთ თავდასხმას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, უბილავა სწორედ ხარებასთან დაპირისპირების გამო, გარკვეული პერიოდი ქვეყნიდანაც იყო წასული, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს შინჯიკაშვილ-ხარებას მოძალადე შავფორმიანები ერთად არბევდნენ და აწამებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“