დაპირისპირება ენმ-ში – პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უშედეგოდ დასრულდება.
„ბუღალტერიაში არ შევალ, არავის არავინ არ გაუშვია და არ გაურიცხავს. ეს მისი განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელსაც ნიკა აკეთებდა. რაც შეეხება უფლებამოსილებას, გადაიკითხონ პარტიის დებულება და იქ კარგად წერია, რომ თავმჯდომარეს აქვს ამის უფლება, შეიძლება ძველ დებულებაში არ იყო, მაგრამ ახალ დებულებაში არის ეს გაწერილი,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.
კიდევ ერთი თემა, რაზეც პარტიაში უთანხმოებაა, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის პროცედურაა.
„ხაბეიშვილი არის ფიგურა, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა მათი მხრებიდან მოაცილოს პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი. იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა ოფიციალურად აკისრიათ, ამ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებებზე, იმათ აუცილებლად უნდა მოეწერათ ხელი გადაწყვეტილებაზე. მათ იციან, რომ ეს აუცილებლად ცუდად დამთავრდება და მათ არ აწყობთ, რომ მათი კარიერა დამთავრდეს ლევან ხაბეიშვილის კარიერისნაირად. ისინი არიან, ამ შემთხვევაში, იმ გავლენის წარმომადგენლები, რომელიც აქვს არაფორმალურ მმართველს, ამ შემთხვევაში კეზერაშვილს, რომელიც ზის კვიპროსში და იქიდან ცდილობს ეს ამბავი დაალაგოს, და ასევე სხვა არაფორმალური გავლენის ცენტრებს, რომელიც არის ვანო მერაბიშვილი და სხვა,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი იმედაშვილი.
ენმ-ში ამბობენ, რომ რეგიონებში თუნდაც 10 ადამიანის განცხადება რაიონული ორგანიზაციის ან საკრებულოს პოზიციას არ გამოხატავს.
“ცალკეულ ქალაქში ან რაიონში 1, 2, თუნდაც 10 ადამიანის განცხადება ბუნებრივია არ გამოხატავს იმავე რაიონული ორგანიზაციის ან საკრებულოების აზრს. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ამ კამპანიას აზრი არა აქვს. ისინი საუბრობენ გაყოფაზე, გადადგომაზე, გასვლაზე. ყველას, ვისაც აქვს სურვილი ერთიანობის და ვისაც აქვს სურვილი ს ხელმძღვანელობით პარტიასთან ერთად საერთო ბრძოლის გაგრძელების, ეს მექანიზმი შემუშავებული და შეთავაზებული არის და კარი ღიაა,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას