დაპირისპირებაში არა ქალები, არამედ “რაღაც სხვა ჯიში” მონაწილეობდა, ამბობს კალაძე, რომლის შტაბთანაც გუშინ ქალებს სცემეს

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, რომლის საარჩევნო შტაბიც მელიქიშვილის გამზირზე ხელისუფლების მხარდამჭერებისა და ანტისამთავრობო უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ახალ კერად იქცა და სადაც 8 ნოემბერს ქალებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც, სცემეს, ამბობს რომ დემონსტრანტებს შორის ქალები არ ყოფილან.
“არცერთი არაა ქალი, ქალი არაა აქ არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ, სად არის ქალი? აბა, მითხარით ერთი, მაჩვენეთ რომელია ქალი”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას 8 ნოემბრის ძალადობის შესახებ. კალაძე მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს და კითხულობს: “როდესაც 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან, რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან?”
კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო ათზე მეტმა მოქალაქემ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სულ ცოტა, 4 ჟურნალისტს. რამდენიმე ადამიანი ტვინის შერყევით სამედიცინო დაწესებულებებში მოხვდა, მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
მომხდარს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს – ესაა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე – უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

მიხეილ ყაველაშვილი – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება – ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ