ირაკლი კობახიძე ყველას, ვინც რუსთაველის გამზირზე ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ვინც ახლა დაკავებულია ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრვიი წესით, “პარტაქტივად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ ჯარიმები არაეფექტური იყო და ჰუმანური მიდგომა გადაწყვიტეს – დაპატიმრება და რომ ხალხს, ხალხის გამო აპატიმრებს.
“ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ჰუმანური, მეთოდური მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისთვის, რასაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამის მიუხედავად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ სამას ადამიანს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები და ჩვენ მათ მიმართ უნდა გვქონდეს ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად. ეს [პატიმრობა] არის ეფექტური ზომა, თქვენ ხედავდით, რომ ჯარიმები არ იყო საკმარისად ეფექტური. ეფექტურში რას იგულისხმება – კანონს ხომ არღვევენ ყოველდღე. კანონის და საერთაშორისო სტანდარტებს თანახმად, ადამიანებმა არ შეიძლება, გადაკეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა, არ შეიძლება, 50-მა კაცმა იძალადოს 3 700 000 ადამიანზე. ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი, ამის მიუხედავად, ჯარიმები არ ყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანს არ ეძალადა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, რაც არ იყო ეფექტური, ის ჩანაცვლდა ეფექტური ზომით – ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს, სისხლის სამართლებრივი წესით პატიმრობა, – თქვა კობახიძემ
