დანი ოლმომ “ლაიფციგს” “ბარსელონაში” გაშვება სთხოვა

დანი ოლმომ “ლაიფციგს” “ბარსელონაში” გაშვება სთხოვა
“ბარსელონა” “ლაიფციგის” ნახევარმცველის დანი ოლმოს შეძენას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.
თავდაპირველად “ბლაუგრანას” “ბილბაოდან” ნიკო ვილიამსის გადაბირება სურდა, თუმცა ბასკი შემტევი ამ ზაფხულს კლუბის შეცვლას არ გეგმავს. შესაბამისად, “ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” პრიორიტეტული ვარიანტი დანი ოლმო გახდა.
თავის მხრივ, ოლმომ “ლაიფციგის” ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მის “ბარსელონაში” ტრანსფერს ხელი არ შეუშალონ.
ოლმოს გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, ჯერჯერობით “ბარსა” ამ თანხის გადახდას არ გეგმავს და გერმანულ კლუბთან ფეხბურთელის ფასზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.