დანი მაღრაძე: ძვირფასო თანამებრძოლებო, მომავალი ჩვენია და თავისუფლებისკენ სავალ გზაზე ვერავინ გაგვაჩერებს

“ძვირფასო თანამებრძოლებო, იმედი მაქვს კარგად ხართ. საქართველო ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე. დღეს ჩვენ გვაქვს ამის პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს მომავლისთვის ეს დაბრკოლებები გადავლახოთ. მომავალი ჩვენია და თავისუფლებისკენ სავალ გზაზე ვერავინ გაგვაჩერებს. საქართველო რუსეთს არასოდეს დაემონება. ეს ქვეყანა ჩვენია და არა რუსეთის მონების.
“სანამ ცოცხლები ვართ, მათეს ნავი არ ჩაიძირება”. თავისუფლება საქართველოს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს. ბედნიერი ვარ, რომ ამ გზის გავლა წილად მხვდა. არ გავჩერდებით! მომავალი ჩვენია!”. – წერს იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში “გზის გადაკეტვისთვის” დაკავებული სტუდენტი, დანი მაღრაძე.
დანი მაღრაძეს 24 ოქტომბერს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა