ირანის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა 12 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გასულ კვირაში გადადგა თავისი ახალი თანამდებობიდან, ვიცე-პრეზიდენტობიდან.
ჯარიფი პლატფორმაზე X ასახელებს გადადგომის რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ზეწოლას, რომელიც მან დანიშვნის შემდეგ განიცადა, რადგან მისი შვილები აშშ-ის მოქალაქეები არიან.
ახლადარჩეულმა რეფორმატორმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ზარიფი ორ კვირაზე ნაკლები დროის წინ დაასახელა ვიცე-პრეზიდენტად.
ზარიფი – რომელმაც 2015 წელს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან შეთანხმა საეტაპო მნიშვნელობის ატომური ხელშეკრულება – ამბობს, რომ აპირებს საუნივერსიტეტო სივრცეს დაუბრუნდეს და ნაკლებად კონცენტრირდეს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.
