დანიურმა კომპანიამ, Carlsberg Group-მა რუსული „Балтика“ $320 მილიონად გაყიდა

2024 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ დანიურმა კომპანიამ, Carlsberg Group-მა რუსული „Балтика“ 2,3 მილიარდ დანიურ კრონად გაყიდა, რაც დაახლოებით 320 მილიონი დოლარია.
რუსული ბიზნესის გაყიდვის გარიგება გასული წლის 4 დეკემბერს დასრულდა.
წელი კომპანია Carlsberg Group-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა რუსული ბიზნესის გაყიდვისა, კომპანიამ 2024 წელს, შეისყიდა ბრიტანული კომპანია Britvic plc; იყიდა 40% ბრიტანული პაბებისა და სასტუმროების ოპერატორ Marston’s plc-ის აქციებიდან და სრული კონტროლი მოიპოვა ინდოეთისა და ნეპალის საწარმოებზე პარტნიორის აქციების გამოსყიდვის შემდეგ.
ასევე, კომპანიის აქციონერებმა განაცხადეს, რომ 2026 წლის I კვარტალიდან Pepsi-ს ბიზნესს შეისყიდიან ყაზახეთსა და ყირგიზეთში.