კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დანიური მწარმოებელი Rockwool-ი დაამატა. ამის შესახებ NAPC-ის პრესსამსახური იუწყება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კომპანიამ რუსულ ბაზარზე დარჩენა გადაწყვიტა. შუამავლების მეშვეობით კომპანიის პროდუქცია რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით იყიდება.
მისი პროდუქცია გამოიყენება საიზოლაციო, ხმის და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებად, განკუთვნილია ყველა ტიპის შენობისა და ნაგებობისთვის, ასევე სამრეწველო აღჭურვილობისა და გემთმშენებლობისთვისაც კი.
Rockwool პროდუქტები გამოიყენებოდა რუსეთის საზღვაო ძალების გემების მშენებლობასა და შეკეთებაში. ინფორმაცია ასეთი კონტრაქტების შესახებ ხელმისაწვდომია 2014 წლიდან 2021 წლამდე.
ყირიმის ანექსიის შემდგომ წლებში Rockwool-მა საიზოლაციო მასალები რუსული ფლოტის სულ მცირე 31 გემს და წყალქვეშა ნავს მიაწოდა.
NACP-მა 329 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების მინიმუმ 52 კონტრაქტი გამოავლინა.
Rockwool რუსეთში 1995 წლიდან მუშაობს და ფლობს ოთხ ქარხანას. კომპანია ინარჩუნებს 1200 სამუშაო ადგილს, რაც კომპანიის დასაქმებულთა დაახლოებით 10%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს კომპანიები უშუალოდ არ აწვდიან საკუთარ პროდუქტებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ხელშეკრულებებით, 2023 წელს მათი პროდუქციის მიწოდება სხვა შუამავალი საწარმოების მიერ განხორციელდა.
2022 წლის აპრილში Rockwool-მა რუსეთში მუშაობის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა.