დანიური ქალაქის მცხოვრებლებისთვის სწორად ძილის სწავლება დაიწყეს

დანიის ქალაქ ბრენერსლევში უფასო კურსი დაიწყო, სადაც მსურველებს ასწავლიან როგორ დაიძინონ სწორად – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ ცუდმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მრავალი დაავადება – გულის დაავადება, დემენცია, სხვადასხვა ინფექციური პროცესები, კიბო და სიმსუქნე. ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაართულოს ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება, ფოკუსირება და ემოციების კონტროლი.
დანიის ძილის დარღვევების ცენტრის მონაცემებით, დანიელების თითქმის ნახევარს ცუდად სძინავს.
კურსების დროს მონაწილეებს ასწავლიან როგორ გააუმჯობესონ ძილის რეჟიმი. მაგალითად, მიზანშეწონილია დაიძინოთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს, არ დაიძინოთ დღისით, შეინარჩუნოთ ტემპერატურა ოთახში ღამით +18-დან +21 გრადუსამდე და თავი აარიდოთ რთულ გონებრივ მუშაობას დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
თავდაპირველად კურსის ჩატარება მხოლოდ ერთხელ იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი ინტერესის გამო გადაწყვიტეს რეგულარულად ჩაეტარებინათ.