დანიური კომპანია „მაერსკი“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს შეაჩერებს

დანიური კომპანია „მაერსკი“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს შეაჩერებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო გადაზიდვები აფრიკის შემოვლით განხორციელდება.
„მაერსკის“ გადაწყვეტილება იემენიდან გემებზე თავდასხმების გახშირებას უკავშირდება. იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც სკენ მიემართება.
წითელი ზღვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი მსოფლიოში საწვავის და ტვირთების გადაზიდვისთვის.