დანიის ჰაერი უფრო სუფთაა დიზელზე მომუშავე ავტომობილებისგან თავისუფალი ზონების წყალობით

ჰაერის ხარისხი დანიის დიდ ქალაქებში საგრძნობლად გაუმჯობესდა დიზელისძრავიანი მანქანებისგან თავისუფალი ზონების შემოღებით. ამის შესახებ დანიის ეროვნული გარემოს ცენტრის მკვლევარებმა განაცხადეს, რომელსაც “ევროპულსი” ავრცელებს.
ექსპერტების აზრით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მავნე ნაწილაკების კონცენტრაცია დიდი ქალაქების ჰაერში „სუფთა“ ზონებით 36%-ით შემცირდა.
უკვე თითქმის ერთი წელია, რაც დიზელის სამგზავრო მანქანებს ეკრძალებათ კოპენჰაგენისა და კიდევ ოთხი ქალაქის გარკვეულ რაიონებში შესვლა სპეც.ფილტრის გარეშე, რომელიც აკავებს გამონაბოლქვის ჭვარტლს. კანონდათქმა 2023 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებს და ამ წესის დამრღვევებს 1,5 ათასი დანიური კრონის (200 ევრო) ოდენობის ჯარიმა ეკისრებათ.
ცნობისთვის, 2030 წლისთვის კოპენჰაგენი აპირებს, სრულად აიკრძალოს ქალაქში მანქანების შესვლა არა მხოლოდ დიზელზე, არამედ ბენზინზე მომუშავე მანქანებისთვისაც.
ინფორმაციისთვის, ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები და გულის უკმარისობა. ამ ეტაპზე ევროკავშირის მაცხოვრებლების დაახლოებით 25% ცხოვრობს იქ, სადაც მტვრის მიკრონაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში (ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამაბინძურებელი) აღემატება ჯანმო-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს. მაგრამ თუ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად მიღებული ყველა კანონი განხორციელდება, 2030 წლისთვის ასეთ ადგილებში ევროპელების მხოლოდ 12% იცხოვრებს.
ევროპაში ჰაერის ცუდი ხარისხის გამო ნაადრევი სიკვდილიანობა განახევრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, უფრო კონკრეტულად, ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან ევროკავშირში ჰაერის დაბინძურების გამო ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევები 54%-ით შემცირდა, თუმცა. ჰაერის დაბინძურება კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, განსაკუთრებით ქალაქებში. მის დასაძლევად ევროპაში სხვადასხვა ინიციატივები ხორციელდება. მომავალ წელს ევროკავშირი მიიღებს საერთო სამოქმედო გეგმას დაბინძურების შესამცირებლად, მათ შორის ატმოსფეროსთვისაც. ამჟამად ამ გეგმის საჯარო განხილვები მიმდინარეობს.