დანიის სანაპიროსთან 130 კგ-იანი ბომბი აფეთქდა, რომელიც შემთხვევით მეთევზემ იპოვა

დანიის სანაპიროსთან 130 კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა, რომელიც მეთევზემ შემთხვევით, ბალტიის ზღვის ლანგელანის კუნძულის სამხრეთით იპოვა.
როგორც დანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, ბომბი სანაპიროდან 3.2 კილომეტრში, 12,5 მეტრის სიღრმეზე აფეთქდა.

ასევე დანიის არმიის სარდლობის სპიკერმა აინ ამრიპურმა სააგენტო Ritzau-ს განუცხადა, რომ მეთევზე დღეს, დილის 7 საათზე, დანიის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
ამრიპური ამბობს, რომ ინციდენტი უჩვეულო არ არის.