დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – გრენლანდიის გარშემო -ის ტონი არ მოგვწონს

გრენლანდიის გარშემო -ის ტონი არ მოგვწონს, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გრენლანდიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კრიტიკისთვის ჩვენ ღია ვართ. მაგრამ მოდით, გულახდილები ვიყოთ: ჩვენ არ მოგვწონს ტონი, რომლითაც ეს არის ნათქვამი. ახლო მოკავშირეებს ასე არ ესაუბრებიან და ვფიქრობ, რომ და აშშ ახლო მოკავშირეები არიან“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
ლარს ლოკე რასმუსენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ არქტიკის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“.
„ფაქტია, რომ მშვიდობის შედეგად სარგებელი ყველამ მივიღეთ. ყველანი ვმოქმედებდით იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ არქტიკა დაბალი დაძაბულობის რეგიონი იქნებოდა. მაგრამ ეს დრო დასრულდა, სტატუს-კვო ერთ-ერთი ვარიანტი აღარ არის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრენლანდია ნატო-ს ნაწილია. ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები გრენლანდიას მოიცავს“, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა