დანიის საგარეო: ვგმობთ ოპოზიციონერების დაპატიმრებას – მხარს ვუჭერთ სანქციებს

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ დანია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას გმობს და სანქციებს ემხრობა.
განცხადებაში ასევე წერია, რომ დანია გმობს სამოქალაქო საზოგადოების დევნას, მედიის შევიწროებასა და მზია ამაღლობელის დაპატიმრებას.
„დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის არაერთი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებასა და მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას.
დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს“, – წერია განცხადებაში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, მათ შორის, ეხებათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებსაც წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლოვის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთები არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე..