დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას განუცხადა, რომ უწყება მხარს უჭერს “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას.
უწყებაში ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობის ქმედებები სულ უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას.
“დანიამ არაერთხელ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მუდმივად გაუარესების გამო. დანია მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს, რომლებიც მიემართება პოლიციის მიერ ძალადობის დაუსჯელობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნას, რეპრესიული კანონებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერებისა და სხვა ადამიანების დაპატიმრებას.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია 2024 წლის ივნისიდან. ბოლო პერიოდის რეპრესიული ზომები საქართველოს მხოლოდ უფრო აშორებს ევროპულ ნორმებს, ღირებულებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ აიღო, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ”, – განუცხადეს ფორმულას დანიის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისიდან, 6 თვით, დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.