დანიის პრემიერ-მინისტრი – თანაგრძნობა იარაღი არ არის, ის უკრაინას ვერ დაიცავს – დაშოშმინებამ არ იმუშავა 2014 წელს, ისევე, როგორც დაშოშმინება არ იმუშავებს ახლა

არ არის საკმარისი ის, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ზოგჯერ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა. არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მცდელობას განიხილავს არა მის უკანასკნელ ნაბიჯად, არამედ ერთ-ერთ ნაბიჯად მისი იმპერიული ოცნებებისა და ამბიციების განსახორციელებლად, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ შეიძლება დავუშვათ, რომ პუტინმა სუვერენული ქვეყნის საზღვრები შეცვალოს ძალის გამოყენებით არა მხოლოდ ში და არც არსად მსოფლიოში. 2014 წელს ყირიმში შეჭრის შემდეგ, ჩვენ, ევროპელებმა ვცადეთ რუსეთთან მოლაპარაკება იმ იმედით, რომ რუსეთი პატივს სცემდა თამაშის ჩვენს წესებს, მაგრამ მათ მიღწეულ შეთანხმებებს პატივი არ სცეს. ჩვენმა საერთო სტრატეგიამ, მოგველაპარაკა მათი პირობებით, არ იმუშავა. რუსეთის ნდობა არ შეიძლებოდა მაშინ და რუსეთს არ უნდა ვენდოთ ახლაც. ასე რომ, დაშოშმინებამ არ იმუშავა მაშინ, ისევე, როგორც დაშოშმინება არ იმუშავებს ახლა“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებასა და ღირებულებებს ეხება.
„ჩვენ უკრაინას უნდა აღმოვუჩინოთ საჭირო სამხედრო მხარდაჭერა. თანაგრძნობის გამოხატვა იარაღი არ არის. ის ვერ დაიცავს უკრაინას, უკრაინელ ბავშვებს – ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენს საერთო ქმედებებს შეუძლია. ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ უკრაინის და ევროპის ბედი დღეს წყდება, უნდა მივაწოდოთ მას ყველა საჭირო დახმარება სასწრაფოდ. უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მეტი იარაღი იმისთვის, რომ გააძევოს რუსეთი თავის ტერიტორიიდან“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა და უინსტონ ჩერჩილის სიტყვების ციტირება მოახდინა: „არ არის საკმარისი ის, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ზოგჯერ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“.